სომხეთში, ხმების დათვლის პროცედურა დასრულდა - ნიკოლ ფაშინიანის პარტია 53.92%-ით ლიდერობს - კვირის პალიტრა

სომხეთში, ხმების დათვლის პროცედურა დასრულდა - ნიკოლ ფაშინიანის პარტია 53.92%-ით ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბაზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, "სამოქალაქო შეთანხმება", ამომრჩეველთა ხმების 53.92%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი", 21.04%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი "მაქვს პატივი", რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, "აყვავებული სომხეთი" კი ამომრჩეველთა ხმების 4.1% მიიღო.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 593 572 პოტენციური ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 281 174 მოქალაქემ, ანუ 49.4%-მა მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"