ათენში, 36 წლის მღვდელმა შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა - იგი ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობაშია ბრალდებული
24-06-2021
ათენში, 36 წლის მღვდელმა შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა - იგი ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობაშია ბრალდებული
ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, 36 წლის მღვდელმა პეტრაკის მონასტერში თავდასხმა მაშინ განახორციელა, როდესაც მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომების გატარების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობდა.

სამი ეპისკოპოსი, მიღებული დამწვრობის გამო, საავადმყოფოში მკურნალობს. ჰისპიტალიზებულია ასევე ერთი სამართალდამცავი, რომელიც სასულიერო პირების დახმარებას ცდილობდა და დაცვის წევრი, რომელიც გაქცეულ მღვდელს დასაჭერად
დაედევნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მღვდელი, რომელსაც ეკლესიიდან გაძევება ემუქრება, ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობაშია ბრალდებული და ეპისკოპოსები მისთვის სასულიერო ხარისხის ჩამორთმევაზე მსჯელობდნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?