"აშშ-ის არამეგობრულ ნაბიჯებს მკაცრად და მტკიცედ ვუპასუხებთ" - კვირის პალიტრა

"აშშ-ის არამეგობრულ ნაბიჯებს მკაცრად და მტკიცედ ვუპასუხებთ"

მოსკოვი მკაცრად უპასუხებს ვაშინგტონის არამეგობრულ ნაბიჯებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდონეზიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთის ლიდერმა მკაფიოდ თქვა, მათ შორის საჯაროდ, რომ შედეგი ყველა მიმართულებით შესაძლებელია მხოლოდ პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული ინტერესების ორმხრივად მისაღები ბალანსის პოვნის საშუალებით," - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ჟენევაში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე არანაირი წინააღმდეგობა არ გაჟღერებულა.

"თუმცა, მოლაპარაკებების დასრულებისთანავე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ჟენევის შეხვედრის მონაწილეებმა, გაორმაგებული ძალით დაიწყეს წინა ლექციები: "ჩვენ ვუთხარით მოსკოვს, ჩვენ მკაფიოდ გავაფრთხილეთ და ხაზი გავუსვით მოთხოვნებს". სხვათა შორის, ამ ყველა გაფრთხილებას თან ახლავს მუქარა: თუ რუსეთი "რამდენიმე თვეში" არ მიიღებს ჟენევაში ხაზგასმულ "თამაშის წესებს", მასზე ახალი ზეწოლა განხორციელდება", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთთან ძალის პოზიციიდან დიალოგი განწირულია მარცხისთვის.

"ძალის პოზიციიდან ჩვენთან დიალოგის მცდელობები განწირულია მარცხისთვის: მკაცრად და მტკიცედ ვუპასუხებთ არამეგობრულ ნაბიჯებს. თუ ვაშინგტონს, როგორც ის აცხადებს, ნამდვილად სურს სტაბილური და პროგნოზირებული ურთიერთობები, საჭიროა სამართლიანი თანამშრომლობა," - აღნიშნა ლავროვმა.