"ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი მარაგები, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების ტალღები ემუქრებათ" - კვირის პალიტრა

"ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი მარაგები, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების ტალღები ემუქრებათ"

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გაკონტროლების კუთხით პროგრესი გვაქვს, ის ძალიან სახიფათო ფაზაში რჩება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

"ერთადერთი გამოსავალია, დავეხმაროთ ქვეყნებს პერსონალური დამცავი აღჭურვილობების, ტესტების, მკურნალობისა და ვაქცინების სამართლიან განაწილებაში," - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ქვეყნებმა, რომლებსაც კორონავირუსთან საბრძოლველად საკმარისი ინსტრუმენტები გააჩნიათ, უკვე დაიწყეს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება.

"ქვეყნებს, რომლებიც ახლა იხსნება, პერსონალური დამცავი აღჭურვილობის, ტესტების, ჟანგბადის და ვაქცინების მარაგები აქვთ. ამავდროულად, ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი მარაგები, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების ტალღები ემუქრებათ," - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.