ლატვია საქართველოს და ოთხ სხვა ქვეყანას ვაქცინებს მიაწვდის - კვირის პალიტრა

ლატვია საქართველოს და ოთხ სხვა ქვეყანას ვაქცინებს მიაწვდის

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ლატვიის მთავრობა საქართველოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ალბანეთსა და კენიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუყოფს.

"ლატვიის მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, საქართველოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ალბანეთსა და კენიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მიაწოდოს. ჩვენ ამ პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით გავიმარჯვებთ", - წერს ედგარს რინკევიჩსი "ტვიტერზე."