ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს - კვირის პალიტრა

ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მოკლეს - ინფორმაციას მედია ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. დაჭრილია პირველი ლედიც. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.