"სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს" - კვირის პალიტრა

"სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს"

"სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს თოუზის რაიონის სოფელ გარალარის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს", - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

"ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.