ბანგლადეშში ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ბანგლადეშში ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის ქალაქ რუპგანჯში საკვების გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი.

ადგილობრივი სამართალდამცავები მანამდე აცხადებდნენ, რომ 3 ადამიანი ემეხვერპლა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეხანძრეებმა შენობაში შეღწევა მოახერხეს, აღმოჩნდა, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

რუპგანჯი დედაქალაქ დაკადან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.