ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის ქალაქ სუჩჟოუში სამსართულიანი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.

ჩინური გამოცემა People’s Daily-ის ცნობით, მაშველები 9 დაკარგულს ეძებენ, 14 ადამიანი კი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

ადგილზე 600-ზე მეტი მეხანძრე, 112 სახანძრო მანქანა და სამაშველო ძალებია მობილიზებული.