"სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა რაზმებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს" - კვირის პალიტრა

"სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა რაზმებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს"

ქალაქ შუშის მიდამოებში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

"ცეცხლი სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა რაზმებმა გახსნეს, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული. მოწინააღმდეგე მხარის ქმედების აღსაკვეთად საპასუხო ცეცხლი გაიხსნა", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პირად შემადგენლობაში დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.