ნიდერლანდელი ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა
ნიდერლანდელი ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა
ნიდერლანდელი ჟურნალისტი პიტერ არ დე ვრიესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, გარდაიცვალა, - ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

შეგახსენებთ, 64 წლის პიტერ არ დე ვრიესი 6 ივლისს ამსტერდამში, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იყო მოთავსებული. თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

პიტერ არ დე ვრიესი კრიმინალთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობდა და თავისი საქმიანობის გამო მუქარის წერილები არაერთხელ მიუღია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები