"შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "ტვიტერში" წერს."ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის," - აცხადებს ბლინკენი.