გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა, დაკარგულია 1 000-ზე მეტი ადამიანი - კვირის პალიტრა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა, დაკარგულია 1 000-ზე მეტი ადამიანი

გერმანიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განსაკუთრებით დაზარალდა რეინი-ვესტფალიისა და რეინლანდ-პფალცის რეგიონები. ქალაქ კობლენცის პოლიციის ინფორმაციით, რეინლანდ-პფალცის რეგიონი ბად-ნოიენარ-არვაილერის რაიონში მაშველები 1 000-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.

იხილეთ ვიდეო: