"ტომსკის ოლქში გაუჩინარებული Антонов Ан-28 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ცოცხალია", - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.თვითმფრინავი ბაკჩარის რაიონში ავარიულად დაეშვა, სადაც ადამიანების ევაკუაციის მიზნით ტომსკიდან ვერტმფრენები ჩაფრინდა.შეგახსენებთ, სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 14 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა და რომელიც ტომსკის ოლქში, კედროვი-ტომსკის რეისს ასრულებდა, რადარებიდან დღეს გაუჩინარდა.რუსული მედიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე აღიძრა.