რა ბედი ეწიათ რუსეთში გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის მგზავრებს? - კვირის პალიტრა

რა ბედი ეწიათ რუსეთში გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის მგზავრებს?

"ტომსკის ოლქში გაუჩინარებული Антонов Ан-28 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ცოცხალია", - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმფრინავი ბაკჩარის რაიონში ავარიულად დაეშვა, სადაც ადამიანების ევაკუაციის მიზნით ტომსკიდან ვერტმფრენები ჩაფრინდა.

შეგახსენებთ, სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 14 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა და რომელიც ტომსკის ოლქში, კედროვი-ტომსკის რეისს ასრულებდა, რადარებიდან დღეს გაუჩინარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე აღიძრა.