"მართალია, პუტინი კრემლში მარად ზის, ერდოღანი ჯერ კიდევ ცხოვრობს ანკარაში ვერსალის მსგავს სასახლეში, პეკინში კი..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
"მართალია, პუტინი კრემლში მარად ზის, ერდოღანი ჯერ კიდევ ცხოვრობს ანკარაში ვერსალის მსგავს სასახლეში, პეკინში კი..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
ბრიტანულ გაზეთ "ფაიშენშელ თაიმს"-ში (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "ვლადიმერ პუტინისეული რუსეთის მყიფე ფასადი" (ავტორი - ფილიპ სტივენსი) განხილულია აღმოსავლური ავტოკრატიული რეჟიმების მმართვის თავისებურებები - რუსეთის, თურქეთისა და ჩინეთის მაგალითზე.

"ალბათ, ყველამ თუ არა, ბევრმა მაინც იცის - მაღალნახშირბადიანი შემცველობის ფოლადი მტკიცეა, მაგრამ იმავდროულად მყიფეც; ის ზემაგარია, მაგრამ უეცარი დარტყმის შედეგად ხშირად იმსხვრევა. ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე ანუ რბილი ფოლადი პლასტიკურია, მისი მოღუნვა შეიძლება, მაგრამ დამსხვრევის ნაკლები ალბათობით. ლითონის ეს
ორი ფორმა სასარგებლო მეტაფორაა იმისთვის, რომ ერთმანეთს დემოკრატიული და ავტორიტარული მმართველობა შევადაროთ", - წერს ავტორი და მიუთითებს: "მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მდიდარმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა, ადრინდელთან შედარებით, მართალია, გარკვეულწილად ფორმა დაკარგეს, ხშირად ირღვევა პლურალიზმის პრინციპი, ამომრჩევლებზე ზეწოლა ხდება, მაგრამ მათი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორი დეფორმირებულნიც არ უნდა
იყვნენ, მაინც საკმაოდ მოქნილები აღმოჩნდნენ დარტყმის ასატანად ან მოსაგერიებლად".

რაც შეეხება ავტოკრატებს: მართალია, ვლადიმერ პუტინი, ჯერ-ჯერობით, კრემლში მარად ზის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჯერ კიდევ ცხოვრობს ანკარაში ვერსალის მსგავს სასახლეში, პეკინში კი ჩინეთის ფაქტიური იმპერატორი სი ძინპინი სულ უფრო კონფრონტაციული ხდება და ცდილობს დასავლეთის მიერ შექმნილი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას... მაგრამ ასეთი რეჟიმების ბუნება ისეთია, რომ რაც არ უნდა უძლეველი იყონ, ისინი რაღაც მომენტში ემხობიან. ანუ მათი ყოვლისშემძლეობა დროებითია".

ერთ-ერთმა ბბრიტანელმა დიპლომატმა ამას წინათ გაიხსენა, თუ როგორ ხორცილდებოდა მათი მომზადება საგარეო საქმეთა სამინისტროში 1980-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩანდა, რომ საბჭოთა კავშირი თავისი სამხედრო ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა. დასავლეთის იმდროინდელი ოფიციალური თვალსაზრისით, ეკონომიკის დაგეგმვის საბჭოური სისტემა სიცოცხლისუნარიანი არ იყო, მაგრამ მეორე მხრივ, სამუშაო ჰიპოთეზის მიხედვით, ეს სისტემა მარადიულად იარსებებდა. დღეს ვლადიმერ პუტინისეულ რუსეთს მსგავსი ურთიერთსაწინააღმდეგო ფორმულების დახმარებით ახასიათებენ: ჩვენ ხან ვამბობთ, რომ რუსეთის მმართველობის სისტემა სიცოცხლის უუნაროა, ხან კი პირიქით - მასში დიდ ძალას და მდგრადობას ვხედავთ.

ივლისში რუსეთის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების "გაუმჯობესებული სტრატეგია გამოაქვეყნა. ყველა ადამიანი, რომელსაც კი ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს კრემლის მსოფლმხედველობის სპეციფიკურობის შესახებ, სტრატეგიის" მთავარ გზავნილს მიხვდება: ნაციონალისტ-ავტოკრატებს სჭირდებათ დასავლეთის მტრად წარმოჩენა, რათა ქვეყნის შიგნით რეპრესიები გაამართლონ. სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტმა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დიდი ხნის წინათ იპოვა მტერი დასავლეთის სახით.

ვლადიმერ პუტინი ცდილობს ისეთი სურათი დაუხატოს რუსეთის მოსახლეობას, რომლის მიხედვით, რუსეთს ალყაშემორტყმულია აშშ-სა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნებით. ისინი, რასაკვირველია, რუსეთისადმი მტრულად განწყობილნი არიან (მათ კრემლი ოფიციალურად "არამეგობრულ სახელმწიფოებს" უწოდებს) და თავიანთ შეიარაღებულ ძალებს და ბაზებს რუსეთის საზღვრებს უახლოებენ; ვაშინგტონი თავის ფინანსურ ძლიერებას მოსკოვის საწინააღმდეგოდ იყენებს; დასავლური ეკონომიკური სანქციები, კრემლის ხედვით, რუსეთის სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე კომპლექსური შეტევის განუყოფელ ნაწილად ითვლება. როგორც "სტრატეგიაშია" აღნიშნული, ეს შეტევა რუსული კულტურისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული. დასავლეთის მოსახლეობა იმ სოციალური და მორალურ ფასეულობებს მისდევს, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის ტრადიციებს, რწმენებსა და შეხედულებებს. ანუ ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა დაიცვას თავი უცხოური იდეოლოგიისა და ფასეულობებისაგან.

თუმცა, როგორც მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტრენინი ამბობს, "რუსეთის ახალ სტრატეგიას უნდა დაემატოს ის, რომ საფრთხეები რუსეთს არამხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც ელოდიან. ეს საფრთხეებია დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკის გადაჭარბეული დამოკიდებულება ნავთობზე და გაზზე, მძიმე დემოგრაფიული სიტუაცია და ჩამორჩენილი ტექნოლოგიები. ამას თუ დავამატებთ რუსული კორუფციის პარპაშს, რომელიც თვით კრემლიდან მომდინარეობს, ჩვენ მივალთ იმის ახსნამდე, თუ რატომ ეშინია ვლადიმერ პუტინს ალექსი ნავალნისა.

ავტორი წერს: "შეიძლებოდა სასიამოვნო ყოფილიყო იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ 80-იანი წლების განმეორების მოწმენი ვხდებით - რუსეთის და ჩინეთის პოლიტიკურ სისტემებში ნაპრალი ფართოვდება, მალე დიდ ბზარებად გადაიქცევა და ბოლოსდაბოლოს, ისინი დაინგრევიან. მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი აზრები ნაადრევია. ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანია საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება. იგი სიხარულით მოუსპობს რუსეთს მომავალს საკუთარი პოზიციების დაცვის მიზნით. იგი დღეს სწორედ ამას აკეთებს და ფსონს ჩამოდის ჩინეთზე და მის ლიდერ სი ძინპინზე. ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი თავის პოსტს მხოლოდ იმ მომენტისათვის დატოვებს, როცა რუსეთს ანგარიშსწორება მოუწევს მისი მოქმედების გამო.

კიდევ ერთი შეცდომა იქნება ის, რომ დღეს გვეფიქრა - მსოფლიოს ავტორიტარული სახელმწიფოების მოძრაობის ტრაექტორია (ანუ საით მიდიან ისინი) დაფიქსირებულია. ავტოკრატებს კარგად ესმით საკუთარი რეჟიმების სიმყიფე. თვით იმპერატორ სი ძინპინის შემთხვევაში რეპრიები ერთდროულად კონტროლის ინსტრუმენტიც არის და ხელისუფლების შიშის მაჩვენებელიც. ძირითადი საკითხი დროში გამოიხატება: ისევე როგორც მაღალნახშირბადიანი ფოლადი, ეს რეჟიმებიც თავიანთ ფორმას იმ მომენტამდე შეინარჩუნებენ, სანამ ისინი არ დაიმსხვრევიან. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

ჟორა გაბრიჭიძე
18 ივლისი 2021 18:39
მთელი ცხოვრება მესმოდა კაპიტალიზმი განწირულია და მალე ხრამში გადაიჩეხებაო, მაშინ რა თქმა უნდა ამის არ მჯეროდა, მაგრამ დღეს ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული, რადგან კაპიტალიზმმა ამოწურა თავისი, მისგან მივიღეთ ერთი მუჭა მილიარდერები, ორი მუჭი მილიონერები, მოსახლეობის 30% ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე დანარჩენი 65-70% კი ან ღატაკია, ან მათთან ახლოს მყოფი. ამ სიტუაციის შეცვლის რაიმე გონიერი პროექტი არ არსებობს. დღეს მსოფლიო ნაპრალის პირზე დგას და შებერვას ელოდება, რომელიც მალე იქნება და თუ ის აგვიანებს, ეს ამ ტოტალიტარული რეჟიმების დამსახურებაა, რადგან ამ რეჟიმებში ჯერ კიდევაა რაღაც წესრიგის ნასახი.
555
18 ივლისი 2021 09:09
ისინი დიქტატორები არია ეს გასაგებია მაგრამ ძალად თავს მოხვეულ თითქოს დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებულ მეგობრობას რა ქვია საინტერესოა

რუბრიკის სხვა სიახლეები