"ერაყში მომხდარი თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის მათრახს საზღვრები არ აქვს"
"ერაყში მომხდარი თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის მათრახს საზღვრები არ აქვს"
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ალ-სადრის ბაზარში მომხდარ თავდასხმას, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

"ეს თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმს მათრახს საზღვრები არ აქვს. დამნაშავე პირებმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი სასწრაფოდ უნდა აგონ", - ნათქვამია განცხადებაში.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ერაყის მთავრობას, დაზარალებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სადრ-სითის რაიონის ბაზარში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი
კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები