"ერაყში მომხდარი თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის მათრახს საზღვრები არ აქვს" - კვირის პალიტრა

"ერაყში მომხდარი თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის მათრახს საზღვრები არ აქვს"

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ალ-სადრის ბაზარში მომხდარ თავდასხმას, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

"ეს თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმს მათრახს საზღვრები არ აქვს. დამნაშავე პირებმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი სასწრაფოდ უნდა აგონ", - ნათქვამია განცხადებაში.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ერაყის მთავრობას, დაზარალებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სადრ-სითის რაიონის ბაზარში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.