ნიგერიის ხელისუფლებამ გატაცებული 100 ქალი და ბავშვი გაათავისუფლა
21-07-2021
ნიგერიის ხელისუფლებამ გატაცებული 100 ქალი და ბავშვი გაათავისუფლა
ნიგერიის ხელისუფლებამ შეირაღებული პირების მიერ გატაცებული 100 ქალი და ბავშვი გაათავისუფლა. BBC-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის ჩვილებიც არიან.

ზამფარას შტატში თავდასხმა 8 ივნისს მოხდა, რა დროსაც დაჯგუფების წევრებმა 4 ადამიანი მოკლეს, 100-ზე მეტი ქალი და ბავშვი კი გატაცეს.

ნიგერიის ხელისუფლების თქმით, მძევლების გასათავისუფლებლად გამოსასყიდი არ გადაუხდიათ. BBC წერს, რომ ნიგერიაში ადამიანთა გატაცების ფაქტები გახშირდა. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე ქვეყანაში 1 000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები