ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს - ვინ იყვნენ ჩვენი ქვეყნის მედროშეები - ემოციური კადრები - კვირის პალიტრა

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს - ვინ იყვნენ ჩვენი ქვეყნის მედროშეები - ემოციური კადრები

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. გახსნის ცერემონია ფოიერვერკით დაიწყო. წელევანდელ სანახაობაზე მინიმალისტურ სტილზე გაკეთდა აქცენტი, რაც ნაკლებ მონაწილეს და მეტ დისტანიცას გულისხმობს.

გახსნის ცერემონიას 1000-მდე ადამიანი, ძირითადად დელეგაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ესწრებიან.

საზოგადოების წინაშე წარდგნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო. იაპონიის დროშის აღმართვის რიტუალი კი ეროვნული ჰიმნის თანხლებით ჩატარდა. ამის შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც პანდემიას ემსხვერპლნენ, ასევე მათ, ვინც ოლიმპიური ოჯახის ნაწილი იყვნენ. ახლა კი მოედანზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ეროვნული დროშები გამოაქვთ. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე ბევრი მონაწილე უშუალოდ მათი გამოსვლის წინ ჩავა იაპონიაში. წელს ოლიმპიადას სპორტის ხუთი ახალი სახეობა დაემატება: ბეისბოლი / სოფთბოლი, კარატე, სკეიტბორდი, სპორტული ცოცვა და სერფინგი. ოლიმპიადა, რომელიც მაყურებლების გარეშე ტარდება, 8 აგვისტოს დასრულდება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კი პარაოლიმპიური თამაშები გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ ოლიმპიადა "უსაფრთხო და დაცული" იქნება.

"ტოკიო 2020" გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.