საფრანგეთის სენატმა სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა
25-07-2021
საფრანგეთის სენატმა სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით რეგულაციების გამკაცრების შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 199-მა სენატორმა დაუჭირა, 123 კი წინააღმდეგ წავიდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.

ამას გარდა, რესტორანში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ადგილობრივებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. "სანიტარული საშვის" წარდგენა ან ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ.

"სანიტარულ საშვებს" კი ის პირები მიიღებენ, ვინც
ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. ახალი რეგულაციების დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მასშტაბური აქციები პარიზში, მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაში გაიმართა, სადაც, საერთო ჯამში 160 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. "შეწყვიტეთ დიქტატორობა და ჩვენი უფლებების შეზღუდვა"- აცხადებდნენ დემონსტრანტები.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები