აშშ-ში ქვიშის ქარიშხლის გამო მომხდარი მასობრივი ავარიის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა
26-07-2021
აშშ-ში ქვიშის ქარიშხლის გამო მომხდარი მასობრივი ავარიის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის იუტას შტატში მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს 20 ავტომობილი შეეჯახა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულთა ტრანსპორტირებისთვის საჰაერო და სახმელეთო სასწრაფო დახმარების მანქანები გამოიყენეს.

ადგილობრივი პატრულის ინფორმაციით, მასობრივი შეჯახება ძლიერი ქარების პერიოდში მოხდა, რომელმაც ე.წ. ქვიშის ქარიშხალი გამოიწვია და ხილვადობა შეამცირა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ დღეს ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ დღეს ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები