"რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს"
28-07-2021
"რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს"
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს, - რუსული სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

"მზად ვართ ეს [ავია მიმოსვლის განახლების საკითხი] განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, - აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უახლოეს თვეებში შეხვდება.

”იმედი გვაქვს, რომ უახლოეს თვეებში ვფიქრობ შემოდგომაზე -
სექტემბერ-ოქტომბერში - პირადად შევხვდებით”, - აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები