ავსტრალიის ხელისუფლებამ "ლოქდაუნის" გაკონტროლების მიზნით სიდნეიში ასობით ჯარისკაცი განათავსა - კვირის პალიტრა

ავსტრალიის ხელისუფლებამ "ლოქდაუნის" გაკონტროლების მიზნით სიდნეიში ასობით ჯარისკაცი განათავსა

ავსტრალიის ხელისუფლებამ "ლოქდაუნის" გაკონტროლების მიზნით სიდნეიში ასობით ჯარისკაცი განათავსა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ავსტრალიის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შაბათ -კვირას სპეციალურ სწავლებას გაივლიან, ორშაბათიდან კი "ლოქდაუნის" აღსრულების მიზნით პატრულირებას დაიწყებენ.

"ლოქდაუნის" ფარგლებში, რომელიც სულ მცირე 28 აგვისტომდე გრძელდება, მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი სავარჯიშოდ, საყიდლებზე ან სხვა აუცილებელი მიზეზის გამო ტოვებენ საცხოვრებელ ადგილს.

ცნობისათვის, "დელტა" ვარიანტის გავრცელების გამო ავსტრალიის უდიდეს ქალაქში, სიდნეიში, დაინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და ამ დრომდე ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 17%-ია აცრილი.