რატომ მიუსაჯეს ჩინელ მილიარდერს 18-წლიანი პატიმრობა - კვირის პალიტრა

რატომ მიუსაჯეს ჩინელ მილიარდერს 18-წლიანი პატიმრობა

67 წლის ჩინელ მილიარდერ სუნ დავუს, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ჰებეის პროვინციაში ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ფლობს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე ის ადამიანის უფლებების შესახებ და მგრძნობიარე პოლიტიკურ თემებზე არაერთი განცხადებით გამოდიოდა, რის გამოც ჩინეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ დასაჯა და "კონფლიქტის გაჩაღებისა და არეულობის სტიმულირების" ბრალდებით დააპატიმრა.

"კონფლიქტის წაქეზება და არეულობის წამოწყება არის ბრალდება, რომელსაც ჩინეთში აქტივისტების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ", - იუწყება BBC.

ბიზნესმენი, ასევე, დამნაშავედ ცნეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უკანონო მიტაცებაში, სამთავრობო უწყებებზე თავდასხმის მიზნით, ხალხის შეკრებაში და სახელმწიფო მოხელეების მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლაში. ამასთან, სუნ დავუ 3.11 მლნ იუნით (დაახლოებით, 480 000 აშშ დოლარით) დაჯარიმდა.

მისი კომპანია ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესია და სხვადასხვა ინდუსტრიაში საქმიანობს, ხორცის გადამამუშავებელი და შინაური ცხოველების საკვებიდან დაწყებული, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობით დამთავრებული. განაგრძეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"