"200 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრების დასაცავად 200 ათასი რუსი ჯარისკაცი დავკარგეთ, დღეს კი ქართველები სახეში გვაფურთხებენ"
"200 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრების დასაცავად 200 ათასი რუსი ჯარისკაცი დავკარგეთ, დღეს კი ქართველები სახეში გვაფურთხებენ"
30 ივლისს, საღამოს, რუსეთის რადიოსადგურის "კომსომოლსკაია პრავდას" ("Радио Комсомольская правда") სტუდიაში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, ჟურნალისტ ვლადიმერ ვოროსბინთან საუბრის დროს, კომენტარი გაუკეთა მიმდინარე კვირაში რუსეთსა და მსოფლიოში მომხდარ ზოგიერთ რეზონანსულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენას და განცხადებას, ილაპარაკა საქართველოს შესახებაც.
გთავაზობთ ამონარიდებს საუბრის ტექსტური ვერსიიდან:

ვლადიმერ ვორსობინი: ვლადიმერ ვოლფოვიჩ, რას იტყოდით თურქეთის სტამბოლის უნივერსიტეტის პოლიტოლოგის ჰასან უნალის თვალსაზრისთან მიმართებით - რუსეთმა აღიაროს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა დამოუკიდებლად, თურქეთმა კი - ყირიმი რუსეთის ნაწილად?
როგორ უყურებთ შეთავაზებას?

ვლადიმერ ჟირინოვსკი: ეს იდეა მე ძალიან მომწონს, მაგრამ სანამ კონკრეტულად გიპასუხებდეთ, ცოტა შორიდან დავიწყებ. როცა სტუდენტობის დროს მოსკოვის მ.ლომონოსვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკუტეტზე თურქული ენის შესწავლა დავიწყე, ზოგჯერ ეჭვი მღრღნიდა - ვფიქრობდი, რაში დამჭირდება თურქეთის ისტორიისა და თურქული ენის, თურქული
ლიტერატურის ცოდნა-მეთქი. მე რომ 1970-იან წლებში მცოდნოდა ის, რაც დღეს ხდება, ახლა, ალბათ, მინიმუმ, რუსეთის ელჩი ვიქნებოდი ანკარაში.
ახლა რაც შეეხება შეთავაზებას. თავის დროზე, უინსტონ ჩერჩილმა იოსებ სტალინს შესთავაზა, რომ პოლონეთი დასავლური გავლენის ქვეშ იყოს, თქვენ კი ნორვეგია წაიღეთო. არ ვიცი, მაშინ რატომ ვთქვით უარი ამ გაცვლაზე. დღეს ხომ ნათელია, რომ პოლონეთი მაინც წავიდა ჩვენგან და ყველაფერში სარმას გვიდებს... გვექნებოდა ნორვეგია - ლამაზი, მდიდარი ქვეყანა... მეორე მომენტი: ლეონიდ ბრეჟნევის დროს ამერიკა გვთავაზობდა - კუბა მოგვეცით, ფინეთი კი თქვენი იყოსო. არ დავთანხმდით. დღეს კუბის ხელისუფლება, ალბათ, დიდხანს ვერ გაძლებს, მას საბოლოოდ მაინც დავკარგავთ, ფინეთი კი მოკავშირე რესპუბლიკა იქნებოდა, ჩვენს შემადგენლობაში. მოკლედ, მე მინდა შევაქო თურქი პროფესორი, რომელმაც ასეთი გარიგება შემოგვთავაზა..

ვლადიმერ ვორსობინი: თქვენ ხომ თურქების ხასიათი კარგად იცით. მოგვატყუებენ...
ვლადიმერ ჟირინოვსკი: აღიარებას ერთდროულად განვახორციელებთ, პირდაპირ ეთერში. ერთდროულად მოეწერება ხელი ორ ბრძანებულებას... თუ რაღაც ყოყმანს და ტყუილს შევამჩნევთ, იმავ წუთს გავაუქმებთ... თუმცა ბერძენები რომ უკმაყოფილონი დარჩებიან, ეს აშკარაა.

ვლადიმერ ვორსობინი: პრეზიდენტის პრესდმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არავითარ გარიგებაზე არ წავა და ტერიტორიებით ვაჭრობას არ დაიწყებსო.

ვლადიმერ ჟირინოვსკი: თქვენ ხომ მე მეკითხებით? ჰოდა, ჩემს აზრს გეუბნებით: მე მხარს ვუჭერ. აი, ახლა ერთ ამბავს მოგიყვებით: ათზე მეტი წლის წინათ, ჯერ კიდევ [2008 წლის] ომამდე ჩემთან კაბინეტში, ქართველები იყვნენ. მე მათ ვეუბნები - გინდათ, რომ აფხაზეთი თქვენს შემადგენლობაში დარჩეს? მოგვეცით თანხმობა, რომ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა გვქონდეს. ადრეც ხომ იყო ბაზა, საბჭოთა კავშირის დროს? არ დაგვთანხმდნენ. რა მიიღეს ქართველებმა საბოლოოდ? აფხაზეთი საერთოდ დაკარგეს. ანუ წინასწარ უნდა გათვალო რაღაცეები და ზომებიც ისეთი უნდა მიიღო, რომლებიც ურთიერთსასარგებლო იქნება.
ვიმეორებ: მომხრე ვარ ჩრდ.კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (ჩკთრ) დამოუკიდებლად ვაღიაროთ. თავის მხრივ, თურქები ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებენ და პროცესი დაიძვრება, თურქების გავლენით სხვა ქვეყნებიც აღიარებენ, მაგალითად, ცენტრალური აზიის თურქულენოვანი სახელმწიფოები, ირანი, ლიბია

ვლადიმერ ვორსობინი: მაგრამ საინტერესოა, რატომ არ აღიარებენ ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში ჩვენი ახლო მეგობრები, როგორებიც არიან, ვთქვათ, ბელარუსი, სომხეთი...

ვლადიმერ ჟირინოვსკი: იმიტომ, რომ არ სურთ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. მათ ფული ჩვენგანაც უნდათ და დასავლეთისაგანაც... ყველას - ბელარუსებსაც და სომხებსაც...
(...)

ვლადიმერ ვორსობინი: რას იტყოდით სიტუაციის გამწვავებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით? ბოლო დღეებში იქ ცხარე სროლა ატყდა, რუსეთის დამატებითი ქვედანაყოფები საზღვარზე განლაგებისთვის ემზადებიან... ანუ ჩვენ ბიჭებს ისევ სხვის კონფლიქტში ვგზავნით, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა?

ვლადიმერ ჟირინოვსკი: ჩვენ რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროინდელ ყველა ტერიტორიაზე უნდა დავბრუნდეთ. სამხრეთ კავკასია რუსეთის გავლენის ზონაა. 200 წლის განმავლობაში იქ ჩვენი, რუსეთის დროშა ფრიალებდა, ამიტომ ჩვენთვის სასარგებლოა, თუ დახმარების მიზნით დაგვიძახებენ. იქ დასახმარებლად მივდივართ, საომრად ხომ არა? სომხებიც გვეძახიან, მაგრამ მთავარია იქ რუსი ჯარისკაცები არ დაიღუპონ. ჩვენ აზერბაიჯანის ძვირფას ხელმძღვანელს ასე უნდა ვუთხრათ: "ილჰამ, მამაშენი ჰეიდარ ალიევი დიდი და ბრძენი ადამიანი იყო (სხვათა შორის, მე მას პირადად ვიცნობდი). ამიტომაც, ილჰამ, შენ ყველა ის ტერიტორია გექნება, რაც გსურს, მაგრამ რუს ჯარისკაცებს თავიდან ერთი ბეწვიც კი არ უნდა ჩამოუვარდეთ, ცერადაც კი არ უნდა შეხედოთ! გაიგე, ილჰამ?". ილჰამ ალიევს ეს ძალიან კარგად ესმის. იგი ხვდება, რომ [რუსეთის მხარდაჭერის გარეშე] თავის პოსტს დაკარგავს - მას აზერბაიჯანში დიქტატორული რეჟიმი აქვს, ოპოზიციას დევნის... თუ ჯო ბაიდენი მოისურვებს, ილჰამ ალიევს ორ კვირაში დაამხობენ... და მისი გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ისე, როგორც ნიკოლ ფაშინიანი გადავარჩინეთ...

ვლადიმერ ვოსობინი: რაში გვჭირდება ეს ყველაფერი? ჩვენ რა შუაში ვართ? რაიმე სარგებელს მივიღებთ?

ვლადიმერ ჟირინოვსკი: ჩვენ ამით ვიღებთ სიწყნარეს, სიმშვიდეს. ვიღებთ იმას, რომ მუდამ გვექნება აზერბაიჯანული ხიზილალა და ნავთობის ნაწილი, გვექნება სომხური ატამი და გარგარი. ყველაფერს ვიყიდით. მათ ჩვენი ეშინიათ და ძალას პატივს სცემენ. იცით, ვორსობინ, ჩვენს ერთ-ერთ იმპერატორს ალექსანდრე პირველს რომ არ მიეღო გადაწყვეტილება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანელების რუსეთის ქვეშევრდომებად მიღების თაობაზე, მაშინ თქვენ მართალი იქნებოდით, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო... 200 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველოს საზღვრების დასაცავად 200 ათასი რუსი ჯარისკაცი დავკარგეთ, დღეს კი ქართველები ყოველდღიურად სახეში გვაფურთხებენ. რაში გვჭირდებოდა აზერბაიჯანი? ან ირანისგან რა გვინდოდა? მათ ჩვენი ელჩი ალექსანდრე გრიბოედოვი მოკლეს. კი, ირანის შაჰმა ტერიტორიები მოგვცა, მაგრამ რომ სცოდნოდა, რომ მიწის ქვეშ ნავთობი იყო, არ მოგვცემდა... აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება რუსეთის იმპერიის დროს დაიწყო, იქ რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა... ახლა ისევ ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (22)
რუსეთუმე. მიშიკო
03 აგვისტო 2021 20:23
რუსეთმა 200 000 ორ საუკუნეში დაკარგა საქართველომ მეორე მსოფლიო ომში 300 000 !!! ?????
გელა
01 აგვისტო 2021 13:17
თქვენი დასაცავი ვის რა ჭირს დედამიწის ჭირი ეს ქვეყნიწრებიწ ხორველა რუსი მოშორდით და დააბრუნეთ რაც წაგვართვით დამპყრობლებო
:D :D
01 აგვისტო 2021 13:01
"გვექნებოდა ნორვეგია - ლამაზი, მდიდარი ქვეყანა"
თქვენ რო გქონოდათ, არ იქნებოდა ლამაზი და მდიდარი ქვეყანა.
ლელა
01 აგვისტო 2021 09:45
ჯირინოვსკი იმპერიული რუსეთის ზრახვებს აშკარად გამოხატავს. არ არსებობს კარგი და ცუდი რუსეთი, ან კარგი და ცუდი რუსი. უბრალო, ჩვეულებრივი რუსიც კი, როგორც კი საქმე მიდგება პოლიტიკაზე, ხდება ზუსტად ისეთი, როგორიც მათი პოლიტიკოდები არიან. ახლა ჟირინოვსკის პასუხად: ჯერ ერთი, ნორვეგია იმიტომ არის ლამაზი და მდიდარი ქვეყანა თქვენგან შორს რომ არის და ხელი არ მიგიწვდებათ. მეორე, მატყუარა ხარ, როცა ამბობ, რომ 200000 ჯარისკაცი დაკარგეთ საქართველოს საზღვრების დასაცავად, რადგან უკვე დაპყრობილი ქვეყნის ჩათვლით თქვენ იცავდით თქვენს საზღვრებს. მაშინ რათ გინდოდათ აფხაზეთში სამხედრო ბაზის ჩადგმა ქართველები არ დაგვთანხმდნენო რომ იძახით, იქაც ხომ საზღვარია და რაიმე კონფლიქტის შემთხვევაში ხპმ დაიღუპებოდნენ თქვენი ჯარისკაცები? მაგასაც იმით გაამართლებდით, ქართველების გამო ვხოცავთ ჩვენს ჯარისკაცებსო? მატყუარობით საკუთარ თავებს აჯერებთ და ცდილობთ თქვენი მატყუარა პოლიტიკა მსოფლიოს დააჯეროთ. კი, ჯერჯერობით ეშმაკობითა და ტყუილში ოსტატობით ძალა თქვენს მხარესაა, მაგრამ დადგება დრო და პასუხს აგებთ ქართველი ხალხის წინაშე ყველაფრისთვის.
კ ო მ ბ ლ ე
01 აგვისტო 2021 02:43
რა ამბავი ატეხეთ? რა ხდება აქ? ყველაფერზე იჯაგრებით, მაგრამ რაც მთავარია იმაზე ხმას არ იღებთ. ეს როგორ?
იმას მოგცემთ, ტქვენ ეს დათმეთ,, თქვენ ის წაიღეთ, სამაგიეროდ ჩვენ ამათ გადავყლაპავთ. გესმით? გესმით და ხედავთ რაზეა საუბარი? ქვეყნებზე! ერებზე! ხალხზე! და ხალხს არაფერს ეკითხებიან,
გაიგეთ?
ამას მარტო რუსი კი არ აკეთებს, რუსეთის პოლიტიკა, ეს იგივეა რაც ამერიკა, თურქეთი ინგლისი. ყველა ერთნაირია. და ჩვენ?
ჩვენ და ჩვენისთანა პატარა ერები ხურდაშიც არ გვთვლიან. ვითომც არ ვიყოთ. ალყაში ვართ, ალყაში! და გვგონია, რომ რუსეთის გარდა სხვა მტერი არ გვყავს, არადა იქნებ პირიქითაა? იქნებ ეს მოურჩენელი ჭირი სჯობს სხვა ავთვისებიან კიბოს? ამათ მუცელზე მოფხან და მართავ მაინც, იმათ? ისინი წყაროზე დაგვაბავენ და წყალსაც არ დაგვალევინებენ.
ვაი საბრალო ქვეყანა, რა ბნელ დოს მიწევს ცხოვრება, გონიერების სიბნელეა ირგვლივ.
ALEXANDER
01 აგვისტო 2021 00:41
ქართველები მარტო რუსეთის საზღვრებს არ იცავდნენ, საქართველოს და, პირველო რიგში, თავის ოჯახს სწირავდნენ თავს. უფრო ფართედ კი ეს ბრძოლა ფაშიზმის წინაამღდეგ იყო და მასში მთელი მსოფლიო მონაწილეობდა. ამიტომ, ეს მაგალითი არ არის სწორი. რუსები კი, თუ ობიექტურები ვიქნებით, მართლაც ძალიან გაისარჯნენ ჩვენი საზღვრების დასაცავად, მაგალითისათვის 1829 წლის რუსეთ-თურქეთის ომიც საკმარისია. ჩვენც, ქართველებიც, მრავლად ვიბრძოდით იმპერიის ომებში. ასე რომ, ისტორიულად ჩვენ ვალში არ ვართ რუსეთთან.ასევე, შეძლებისდაგვარად, უნდა ობიექტურებიც ვიყოთ. გეთანხმებით, რომ ბოლო ათწლეულების რუსეთის პოლიტიკა მიუღებელი გახდა, მაგრამ, აქაც, ჩვენი მხრიდან, მრავალი წინდაუხედავი ნაბიჯი უქნა გადადგმული. ის, რაც გვჭირს, დიდწილად, ჩვენი ბრალიც არის.
ანა
31 ივლისი 2021 23:36
რეზოს: გიჟი არაა ჟირინოვსკი. ზოგჯერ მეჩვენება რომ პუტინსაც ის აძლევს დერექტივებს! უბრალოდ ასეთი ტაქტიკა აქვთ არჩეული! ყველაზე ცუდი ისაა ჩვენთვის, რომ რასაც ამბობს ,ყველაფერს ასრულებენ….
გიორგი
31 ივლისი 2021 23:29
მომწონს რუსეთი და რუსი ხალხი თავიანთი დამპყრობელი მთავრობის გარეშე
გიგი
31 ივლისი 2021 23:23
უნაძირლესი ჭკვიანია ...ხშირად ვუყურებ YouTubeზე ამის ძველ გამოსვლებს ..რასაც იძახდა ყველაფერი ახდა...რუსეთის ფარული სახეა ...ჩვენ რომ წინდახედულობა გვაკლია აგერ უკვე 500 წელია ეგეც აშკარაა და სმწუხარო
ორივეს პატრონი.......
31 ივლისი 2021 22:24
ისტორიულად რუსეთთან 100 % მართლები ვართ....არამც და არამც მათთან ვალში არა ვართ ....
მაგრამ რა გინდა რა ..... ჩვენივე სისულელეებით და ჩვენივე ხელით ეგენი ყოველთვის დედას გვტირობენ.
ნამეტნავად აფხაზეთი(ჭუბერი) მახსოვს ძალიან მწარედ
მოკლედ .ხელის გულზე რომ ერბო კვერცხი მოგვიწვას, მაინც მაგათი ..... ეგრეც და ეგრეც
არადა უბედურება ისააა, რომ ამ ჩვენი ,,მეგობრების,, წყალობით, მაინც მაგათთანა გვაქვს სალაპარაკო .....

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები