რუსეთი ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნების მასშტაბებს ზრდის - კვირის პალიტრა

რუსეთი ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნების მასშტაბებს ზრდის

რუსეთი ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისთვის დამატებით 800 ჯარისკაცს გაგზავნის და ორჯერ მეტ ტექნიკას გამოიყენებს, ვიდრე დაგეგმილი იყო, - ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, წვრთნებში 1 000 რუსი ჯარისკაცის ნაცვლად 1 800 მიიღებს მონაწილეობას, საერთო ჯამში კი მასში 2 500 სამხედრო იქნება ჩართული. ამასთან, მოსკოვი წვრთნებისთვის 420 ერთეულ სამხედრო ტექნიკას გამოიყენებს, რაც დაგეგმილზე ორჯერ მეტია. წვრთნები, რომელშიც უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სამხედრო ძალებიც მონაწილეობენ, ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ფონზე, 5-10 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.

"ინტერპრესნიუსი"