საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან - კვირის პალიტრა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები ათენის ჩრდილოეთით, რადგან ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია.

მედიის ცნობით, ცეცხლმა ათენის თავზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელი შექმნა.

"ეს არის ძლიერი ხანძარი და დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის კონტროლს”,- განუცხადა ათენის უფროსმა გუბერნატორმა სახელმწიფო ტელევიზიას ERT-ს .

ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარს ასევე ებრძვიან თურქეთში, იტალიასა და ალბანეთში.

"ინტერპრესნიუსი"