ევროკავშირმა აშშ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო - კვირის პალიტრა

ევროკავშირმა აშშ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ევროკავშირმა აშშ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები შეთანხმდნენ, რომ შეერთებული შტატები და კიდევ ხუთი ქვეყანა : ისრაელი, კოსოვო, ლიბანი, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია - კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან ევროპაში ჩასულ ვიზიტორებს უფრო მკაცრი კონტროლის გავლა მოუწევთ, როგორიცაა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება და კარანტინის გავლა.

აშშ-ში, გასულ კვირაში დაინფიცირების ყოველდღიურმა საშუალო მაჩვენებელმა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე 450-ს გადააჭარბა, რაც გაცილებით მაღალია ივნისის შუა პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 40-ზე ნაკლები იყო და როდესაც ევროკავშირმა შეერთებული შტატები უსაფრთხო ქვეყნები სიაში შეიყვანა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში 17 ქვეყანა, მათ შორისა კანადა, იაპონია და ახალი ზელანდია, რჩება.