პანამის კონგრესმა მარიხუანის სამედიცინო კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა - კვირის პალიტრა

პანამის კონგრესმა მარიხუანის სამედიცინო კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა

პანამის კონგრესმა მარიხუანის სამედიცინო კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა

"როიტერსის" ცნობით, ორშაბათს, პანამის ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო კანაფის გამოყენებას დაარეგულირებს. პანამა ცენტრალურ ამერიკაში პირველი ქვეყანა გახდება, რომელმაც ეს გააკეთა.

გამოცემა იტყობინება, რომ წინადადება, რომელშიც მარიხუანის მოხმარებაზე უფლებამოსილ პაციენტთა რეესტრის შექმნა და კანაფიზე შემდგომი კვლევის განხორციელებისთვის საშუალების მიცემაა მოხსენიებული, 44 დეპუტატის თანხმობით დამტკიცდა. კანონპროექტის წინააღმდეგ არავინ წასულა.

ასამბლეის პრეზიდენტმა კრისპიანო ადამსმა კანონპროექტი შეაფასა, როგორც "ინოვაციური", სადაც მრავალი დაავადებაა მოხსენიებული, რომელთა მკურნალობაც კანაფით შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც წინადადება კანონად იქცევა.

ახლა კანონპროექტზე ხელი პრეზიდენტმა, ლორენტინო კორტიზომ უნდა მოაწეროს.

"ინტერპრესნიუსი"