“თალიბებმა“ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გასვლასთან დაკავშირებულ საზეიმო მსვლელობაზე, ქუჩებში ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის დროშებში გახვეული კუბოები გაიტანეს - კვირის პალიტრა

“თალიბებმა“ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გასვლასთან დაკავშირებულ საზეიმო მსვლელობაზე, ქუჩებში ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის დროშებში გახვეული კუბოები გაიტანეს

"თალიბანის" მხარდამჭერებმა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მსვლელობაზე ქალაქ ხოსტში ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის დროშებში გახვეული კუბოები გაიტანეს.

სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ იმიტირებულ დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. ზოგიერთ მათგანს ხელში იარაღი ეჭირა, ზოგი კი "თალიბების" დროშებს აფრიალებდა.

"31 აგვისტო არის ჩვენი თავისუფლების დღე. ამერიკის საოკუპაციო ძალები და ნატო-ს ძალები ქვეყნიდან გაიქცნენ", - განაცხადა "თალიბანის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ყარი საიდ ხოსტიმ.

შეგახსენებთ, აშშ-მა ავღანეთიდან ყველა ჯარისკაცი გაიყვანა. დასრულდა სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესიც, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა ქაბულის აეროპორტიდან 123 000-მდე ადამიანი გაიყვანეს.