ჯანმო კორონავირუსის ახალ, "მიუ" ვარიანტს აკვირდება - კვირის პალიტრა

ჯანმო კორონავირუსის ახალ, "მიუ" ვარიანტს აკვირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტს აკვირდება, რომელსაც ბერძბული ანბანის ასოს, "მიუს" სახელწოდება აქვს მინიჭებული.

ჯანმო-ს ინფორმაციიით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტი, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, ამჟამად კლასიფიცირებულია როგორც "ინტერესის ვარიანტი".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ B.1.621-ს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და ამის გამო, მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.

"მიუ" ვარიანტი ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებშია დაფიქსირებული.