ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და "თალიბანს" შორის შეტაკება მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და "თალიბანს" შორის შეტაკება მიმდინარეობს

ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და რადიკალურ დაჯგუფება "თალიბანის" "ბოევიკებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლა გრძელდება ფანჯშირის, ფარვანისა და ბაღლანის პროვინციების სხვადასხვა რეგიონში.

"თალიბებმა" გუშინ განაცხადეს, რომ მათ ფანჯშირის სამი მნიშვნელოვანი რეგიონის აღება მოახერხეს და მალე "სრულ გამარჯვებას" გამოაცხადებენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით, წინააღმდეგობის ძალებმა უარყვეს.

შეგახსენებთ, "თალიბები" 15 აგვისტოს ქაბულში შეიჭრნენ და რამდენიმე საათში დედაქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვეს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გადადომის შესახებ განცხადება გააკეთა და ქვეყანა დატოვა. ვიცე -პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში კონსტიტუცია მას უფლებას ანიჭებდა, დროებითი პრეზიდენტი გამხდარიყო და ავღანელ ხალხს მოუწოდა, "თალიბანის" წინააღმდეგ მოძრაობას შეერთებოდნენ. შეიარაღებულ წინააღმდეგობას ქვეყნის ფანჯშირის პროვინციაში აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს.