"ავღანეთის კრიზისი აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო დიდი სამხედრო ავტონომიისკენ უნდა ისწრაფოდეს" - კვირის პალიტრა

"ავღანეთის კრიზისი აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო დიდი სამხედრო ავტონომიისკენ უნდა ისწრაფოდეს"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირმა ზომები უნდა მიიღოს, რათა უკეთ მოემზადოს თავისი მოქალაქეების სამხედრო ევაკუაციისთვის ისეთ სიტუაციებში, როგორიც ავღანეთში ბოლო კვირების განმავლობაში განვითარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

"ჩემი აზრით, არ გვჭირდება კიდევ ერთი ასეთი გეოპოლიტიკური მოვლენა იმის გასაგებად, რომ ევროკავშირი უნდა ისწრაფოდეს გადაწყვეტილებების მიღების უფრო მეტი ავტონომიისა და მსოფლიოში მოქმედების მეტი შესაძლებლობისთვის",- აღნიშნა მიშელმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე საუბრისას.

დასავლეთის ქვეყნებისთვის, მათი მოქალაქეების ქაბულიდან გამოყვანა მას შემდეგ, რაც ქალაქზე კონტროლი "თალიბანმა" აიღო, აშშ-ის სამხედროებზე იყო დამოკიდებული, რომელთაც ფრენებისთვის აეროპორტის ფუნქციონირების გაგრძელება უნდა უზრუნველეყოთ.