"რუსეთი მზადაა დასავლეთთან ითანამშრომლოს, მაგრამ არა "მასწავლებელი-მოსწავლის" პრინციპზე დაფუძნებით" - კვირის პალიტრა

"რუსეთი მზადაა დასავლეთთან ითანამშრომლოს, მაგრამ არა "მასწავლებელი-მოსწავლის" პრინციპზე დაფუძნებით"

"რუსეთი არ ეძებს კონფრონტაციას ან მით უფრო, იზოლაციას, ის მზადაა ითანამშრომლოს დასავლეთთან, მაგრამ არა "მასწავლებელი-მოსწავლის" პრინციპზე დაფუძნებით", - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ჩვენ არასდროს მივისწრაფით რაიმე სახის დაპირისპირებისკენ, ან მითუმეტეს - თვითიზოლაციისკენ. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ დასავლურ ქვეყნებთან, თუ ისინი შეიცვლიან მიდგომას და შეწყვეტენ მასწავლებლების როლის თამაშს, რომლებმაც ყველაფერი იციან და უცოდველნი არიან, რუსეთი კი მოსწავლეა, რომელმაც საშინაო დავალება უნდა შეასრულოს. ასე საუბარი არავისთან შეიძლება და მითუმეტეს რუსეთთან,"- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთს არ სურს რუსეთთან თანაბარ პირობებში საუბარი.