"აშშ-ს ძალების ავღანეთში ყოფნამ ნულოვანი შედეგი მოიტანა" - კვირის პალიტრა

"აშშ-ს ძალების ავღანეთში ყოფნამ ნულოვანი შედეგი მოიტანა"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ის ჯარების ავღანეთში ყოფნას ტრაგედიისა და სიცოცხლის დაკარგვის გარდა არანაირი შედეგი მოუტანია.

"ამერიკული ძალები ამ ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და 20 წლის განმავლობაში ცდილობდნენ იქ მცხოვრები ადამიანების ცივილიზებას, თავიანთი ცხოვრების ნორმების და სტანდარტების დანერგვას. ამის შედეგი არის მხოლოდ ტრაგედიები და მსხვერპლი მათთვის, ვინც ეს განახორციელა - შეერთებული შტატებისთვის და მით უფრო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ავღანეთის ტერიტორიაზე. შედეგი არის ნული, თუ არა უარყოფითი," - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, ავღანეთში დარჩენილმა სამხედროებმა ქვეყანა დათქმულ ვადაში, 31 აგვისტომდე დატოვეს.