ავღანეთის ახალ მთავრობას "თალიბანის" თანადამფუძნებელი მულა ბარადარი უხელმძღვანელებს - კვირის პალიტრა

ავღანეთის ახალ მთავრობას "თალიბანის" თანადამფუძნებელი მულა ბარადარი უხელმძღვანელებს

ავღანეთის ახალ მთავრობას "თალიბანის" თანადამფუძნებელი მულა ბარადარი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სხვადასხვა წყაროზე დაყრნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალ მთავრობაში, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, "თალიბანის" თანადამფუძნებლის, მულა ომარის ვაჟი მულა მუჰამედ იაყუბი და შერ მუჰამედ აბას სტანექზაც იქნებიან წარმოდგენილი.

"ყველა უმაღლესი ლიდერი ჩავიდა ქაბულში, სადაც ახალი მთავრობის გამოცხადებისთვის მზადება ბოლო ეტაპზეა", - აღნიშნა "თალიბების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

ამასთან, წყაროს ცნობით, "თალიბანის" უზენაესი რელიგიური ლიდერი ჰაიბათულა ახუნზადა რელიგიურ საკითხებს უხელმძღვანელებს.

"თალიბებმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს დაიკავეს. ამ დროისთვის ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ, ფანჯშირის პროვინციაა, სადაც "თალიბანისა" და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.