გვინეას პრეზიდენტი და მაღალჩინოსნები ამბოხებულებმა დააპატიმრეს - კვირის პალიტრა

გვინეას პრეზიდენტი და მაღალჩინოსნები ამბოხებულებმა დააპატიმრეს

ადგილობრივი მედია გვინეაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ იუწყება.

წყაროებზე დაყრდნობით, Jeune Afrique წერს, რომ გადატრიალების მცდელობის უკან დგანან სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის ალფა კონდეს დაცვის წევრებთან შეტაკება ჰქონდათ.

მედიის ცნობით, ამბოხებულებს მეთაურობს პოლკოვნიკი მამადი დუმბუია. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროებმა გვინეის დედაქალაქის კონაკრის მიმართულებით, 50 კილომეტრის დაშორებით გზა გადაკეტეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გვინეის პრეზიდენტისადმი ლოიალუირმა ძალებმა 25 სამხედრო დააკავეს, ვინც დედაქალაქში მოწყობილ ამბოხში მონაწილეობდა.

გვინეის საინფორმაციო პორტალი Guineenews წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ალფა კონდე სამხედროებმა დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმსა და მის მეთაურს მამადი დუმბუიას აყვანილი ჰყავს ქვეყნის სხვა მაღაჩინოსნებიც. თუმცა, ოფიციალური წყაროების მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა.

გვინეაში დედაქალაქ კონაკრისკენ საავტომობილო მიმართულება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით სამხედროებს აქვთ გადაკეტილი. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, რა არის ამის მიზეზი.

დღეს დილით, კონაკრის სამთავრობო კვარტალში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. ქალაქის ქუჩებში მრავლად არიან სამხედროები.

"ინტერპრესნიუსი"