მსოფლიო კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანმო? - კვირის პალიტრა

მსოფლიო კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანმო?

მსოფლიო კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა. თუმცა, სხვადასხვა რეგიონში ვითარება განსხვავებულია. ამის შესახებ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ სოციალური ქსელების მომხმარებელებთან კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს განაცხადა.

"ჩვენ მივაღწიეთ პლატოს. თუმცა, ეს პლატო მაღალ დონეზეა. ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად, ვლინდება დაინფიცირების 4.4-4.5 მილიონი შემთხვევა და 72-78 ათასი გარდაცვალების ფაქტი. თუმცა, სხვადასხვა რეგიონში შეიმჩნევა განსხვავებული ვითარება“ - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში იზრდება გამოვლენილი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა, ევროპაში - გამოვლენილ შემთხვევათა და სიკვდილიანობის კლებაა, აფრიკაში, მაგალითად, ციფრები იკლებს.

"ინტერპრესნიუსი"