რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი წვრთნების დროს დაიღუპა - კვირის პალიტრა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი წვრთნების დროს დაიღუპა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ევგენი ზინიჩევი წვრთნების დროს გარდაიცვალა, - ინფორმაციას რუსული მედია სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ვწუხვართ იმის გამო, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი, ევგენი ზინიჩევი ტრაგიკულად დაიღუპა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას, როდესაც ის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ნორილსკში, სადაც უწყებათაშორისო წვრთნებში მონაწილეობდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ევგენი ზინიჩევი საგანგებო სიტუაციების მინისტრად 2018 წლის მაისში დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"