როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება "თალიბანის" მიერ ჩამოყალიბებულ ახალ მთავრობაზე? - კვირის პალიტრა

როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება "თალიბანის" მიერ ჩამოყალიბებულ ახალ მთავრობაზე?

"თალიბანის" მიერ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი - ამ ინფორმაციას Euronews ევროკავშირის პრეს-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი. მაშინ, როდესაც ავღანეთი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახლა მთავრობაში ამ მრავალფეროვნებას დავინახავდით, და „თალიბანმაც“ ამის პირობა დადო რამდენიმე კვირის წინ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 7 აგვისტოს მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა, რასაც დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა. ახალი მთავრობის წევრების უმეტესობა მოძრაობის ლიდერები იქნებიან და მასში ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წევრები არ არიან.

"ინტერპრესნიუსი"