"თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონის ყველა საკითხში" - კვირის პალიტრა

"თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონის ყველა საკითხში"

თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონის ყველა საკითხში თავისი დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური ძალით და ეს განხილვის საგანი აღარ არის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთს უკვე შეუძლია თავისი სიტყვა თქვას ყველგან, გაეროდან დაწყებული "დიდი ოცეულით" დამთავრებული.

"ამ პოზიციის შედეგები ჩანს ყველგან, სირიიდან ლიბიამდე, ხმელთაშუა ზღვიდან კავკასიამდე. ლიბიისა და აზერბაიჯანისადმი ჩვენი მხარდაჭერა რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს,"- აღნიშნა ერდოღანმა.

"ინტერპრესნიუსი"