თურქეთში ტურისტების ავტობუსისა და სკოლის მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა შორის არიან მოსწავლეები - კვირის პალიტრა

თურქეთში ტურისტების ავტობუსისა და სკოლის მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა შორის არიან მოსწავლეები

თურქეთის მუღლის პროვინციაში ავტობუსი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ და მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 49 ადამიანი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტების ავტობუსი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულებს შორის 41 უკრაინელი ტურისტი, 7 მოსწავლე და სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია. ყველა მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.