"ავღანეთის კრიზისი არ დასრულებულა. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვითანამშრომლოთ თალიბებთან" - კვირის პალიტრა

"ავღანეთის კრიზისი არ დასრულებულა. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვითანამშრომლოთ თალიბებთან"

"როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში განაცხადა.

"ავღანეთის კრიზისი არ დასრულებულა. იმისთვის, რომ მოვლენებზე გავლენის ნებისმიერი შანსი არსებობდეს, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვითანამშრომლოთ თალიბებთან“, - განაცხადა მან.

ბორელის თქმით, ბრიუსელი შეეცდება ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებთან კოორდინირებას ქაბულში დიპლომატიურ ყოფნასთან დაკაშირებით.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა „თალიბანი“ სიცრუეში ამხილა და განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ ექნება არავითარი ურთიერთობა ავღანეთის ახალ მთავრობასთან.

"ინტერპრესნიუსი"