"ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, თუმცა ..." - რა შემთხვევაში განიხილავს რუსეთი ნატოსთან თანამშრომლობას?
"ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, თუმცა ..." - რა შემთხვევაში განიხილავს რუსეთი ნატოსთან თანამშრომლობას?
ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, თუმცა პროფესიონალურად და არა ემოციურად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დუშანბეში საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნების ერთობლივ შეხვედრაზე განუცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსი დიპლომატის თქმით, ნატო ამჟამად მოსკოვის დარწმუნებას ცდილობს, რათა მათ სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ "ვენის დოკუმენტს" გადახედონ.

სერგეი ლავროვის განმარტებით, დასავლეთმა ბალანსი შეცვალა და ისინი ინსპექციების გამკაცრებას ცდილობენ, რაც მათთვის მისაღები არაა.

"თუკი
ნატო "ვენის დოკუმენტის" პირობებს გააუმჯობესებს , რუსეთი იმ პოზიციებს დაუბრუნდება, რაც მას 1990 წელს ეკავა. ამით კი, ერთმანეთისადმი ნდობის უკეთ უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

"ვენის დოკუმენტი" ეუთო-ს წევრი ქვეყნების მეირ ხელმოწერილი შეთანხმებაა, რომელიც შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის გაცვლას
ითვალისწინებს. რუსეთი აღნიშნულ დოკუმენტს 1990 წელს შეუერთდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები