როგორ შეიცვალა ცხოვრება ავღანეთში "თალიბების" მოსვლის შემდეგ - იხილეთ ფოტოები - კვირის პალიტრა

როგორ შეიცვალა ცხოვრება ავღანეთში "თალიბების" მოსვლის შემდეგ - იხილეთ ფოტოები

ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" ავღანეთის სათავეში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. შეშინებული მოსახლეობის ნაწილი ქვეყნიდან გაქცევასა და ქაბულიდან თავის დაღწევას დღემდე ცდილობს, ნაწილი კი ბედს შეეგუა და შარიათის ახალ კანონებს დაემორჩილა.

საინფორმაციო სააგენტოების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალაქში მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თუმცა აქ ყველაფერს შიშის ელფერი აქვს. გაიხსნა რესტორნები, მაგიდასთან კი მხოლოდ მამაკაცები სხედან, რომლებიც ტრადიციულ სამოსში არიან გამოწყობილი. გაიხსნა სასწავლებლებიც, თუმცა ქალ და მამაკაც სტუდენტებს ერთმანეთისგან კედელივით აღმართული ფარდა ჰყოფთ.

"თალიბებმა" ქალებს უკვე აუკრძალეს სპორტი, მუსიკა და საზოგადოებრივი საქმიანობა, ჩადრით შემოსილი გოგონები ახლა ქუჩაში მხოლოდ მამაკაცთან ერთად გადიან. ქუჩებში კბილებამდე შეიარაღებული თალიბები პატრულირებენ, მოსახლეობას კი მათი ეშინია და ცდილობს, შეუმჩნევლად გადააადგილდეს და თალიბების ყურადღება ნაკლებად მიიპყროს...

გთავაზობთ ფოტოგალერეას, როგორ შეიცვალა ცხოვრება ავღანეთში "თალიბების" მოსვლის შემდეგ...

იხილეთ ფოტოგალერეა