ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებული დოკუმენტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი
ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებული დოკუმენტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ახალ სტრატეგიას ეხება.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა ჩამოაყალიბოს ალიანსი შეერთებულ შტატებსა და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, რათა დაუპირისპირდეს მსოფლიო დემოკრატიის შესუსტებისა და ევროპული პოლიტიკური წესრიგის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რუსეთისა და ჩინეთის ძალისხმევას.

"ის უნდა ითვალისწინებდეს სანქციებს, უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და უფლებადამცველების მხარდაჭერას,"- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის მეზობელი ქვეყნების მხარ
დაჭერის აუცილებლობა.

"ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ეგრეთ წოდებული "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მხარდაჭერა, როგორიცაა უკრაინა და საქართველო და ხელი შეუწყოს რეგიონში ევროპული რეფორმებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს,"- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, არ აღიაროს რუსეთის პარლამენტი, თუკი რუსეთის 2021 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდება.

ანგარიში ლიეტუველმა დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა წარადგინა.
მის სასარგებლოდ ხმა ევროპარლამენტის 494-მა წევრმა მისცა, 103 წინააღმდეგი წავიდა, 72-მა კი - თავი შეიკავა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები