"ევროპარლამენტის ანგარიშის არსს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ მხოლოდ მწუხარების გამოწვევა შეუძლია"
"ევროპარლამენტის ანგარიშის არსს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ მხოლოდ მწუხარების გამოწვევა შეუძლია"
"ევროპარლამენტის ანგარიშის არსს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ მხოლოდ მწუხარების გამოწვევა შეუძლია", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"საუბარი არ არის დიალოგის დამყარების აუცილებლობაზე, არსებული პრობლემებისა და უთანხმოებების გადასაჭრელად სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა არხებით კომუნიკაციის გზით", - აღნიშნა პესკოვმა.

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ახალ სტრატეგიას ეხება. ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა ჩამოაყალიბოს ალიანსი შეერთებულ შტატებსა და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, რათა დაუპირისპირდეს მსოფლიო დემოკრატიის შესუსტებისა და ევროპული
პოლიტიკური წესრიგის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას. ამასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, არ აღიაროს რუსეთის პარლამენტი, თუკი რუსეთის 2021 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები