ეპიდაფეთქება კრემლში - ინფიცირებულია რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი: რას ამბობს კარანტინში მყოფი პუტინი
16-09-2021
ეპიდაფეთქება კრემლში - ინფიცირებულია რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი: რას ამბობს კარანტინში მყოფი პუტინი
კრემლში კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვი­დან ათო­ბით ადა­მი­ა­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი თა­ვად პუ­ტინ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა კა­რან­ტინ­შია.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და შიდა წრე­ში და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია არა ერთი, ან ორი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი", - ამ­ბობს პუ­ტი­ნი.

"გარ­დი­ა­ნი" წერს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს პუ­ტი­ნის ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვად. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნით, Sputnik V-თ არის აც­რი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ კვი­რა­ში პუ­ტი­ნი სი­რი­ის პრე­ზი­დენტს, ბა­შარ ასადს
და ტო­კი­ოს პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ რუს სპორ­ტსმე­ნებს შეხ­ვდა. თუმ­ცა კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, შეხ­ვედ­რამ­დე ისი­ნი იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თი მსოფ­ლი­ოს მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნაა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც მა­ღა­ლია. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი.
ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუს­მა 195 041 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა მთე­ლი პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, რე­გუ­ლა­ცი­ებს მკაც­რად იცავ­და და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რამ­დე ისი­ნი ჯერ იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვირუს­მა კრემლში მა­ინც შე­აღ­წია.

ამ დრო­ის­თვის, პუ­ტი­ნი კვლავ კა­რან­ტინ­ში რჩე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, და­უ­დას­ტურ­და თუ არა მას კო­რო­ნა­ვირუ­სი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები