"რატომ გამოაცხადა პუტინმა თვითიზოლაცია?" - რას წერს გერმანული გამოცემა?
"რატომ გამოაცხადა პუტინმა თვითიზოლაცია?" - რას წერს გერმანული გამოცემა?
"ვლადიმერ პუტინი კარანტინში იმყოფება. როგორც რუსეთში ვარაუდობენ, პრეზიდენტის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება", - ნათქვამია გერმანულ გაზეთ "ფრანკფურტერ რუნდშაუ"-ში (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "კორონაკრიზისი რუსეთში: ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია" (ავტორი - შეტეფან შოლი).

"პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად ჯანმრთელია, თავს მშვენივრად გრძნობს, ვაქცინა Спутник-V-მა თავის მაღალი ეფექტურობა დაამტკიცაო". გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი სამშაბათს მთავრობის სდომაზე გამოვიდა. თუ პრეზიდენტი ჯანმრთელია, მაშინ კითხვა ჩნდება: რატომ არის
ვლადიმერ პუტინი კარანტინში? თანაც, მან თვითონ თქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინით Спутник-V-ით ორჯერ არის აცრილი. ჰოდა, რატომ წავიდა თვითიზოლაციაში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებამდე სამი დღით ადრე? ანდა რატომ არ მონაწილეობს დუშანბეში ОДКБ-ის (რუსული აბრევიატურით "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია") და ШОС-ის ("შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია") სამიტებში? ცენტრალური აზიის
ქვეყნების ხელმძღვანელებს, მეზობელ ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ, ალბათ, ამ საკითხში ვლადიმერ პუტინის ლიდერობის იმედი აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ რუს ამომრჩევლებზე", - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება სანქტ-პეტერბურგელ პოლიტოლოგს დიმიტრი ტრავინს, რომლის თქმით, "პუტინს შეუძლია საკუთარ თავს მსგავსი ქცევის უფლება მისცეს. დასავლური პოლიტიკის წესები რუსეთში არ მოქმედებს. ასეთი ფაქტები სათათბიროს არჩევნებზე არავითარ გავლენას არ მოახდენს". გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ვლადიმერ პუტინი დუშანბეს ვიდეოჩართვით დაუკავშირდება. უბრალოდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტს ეძნელება დსთის წევრ იმ ქვეყანაში ჩასვლა, რომელიც გეორგრაფიულად რუსეთისაგან ყველაზე დაშორებულია.

დიმიტრი ტრავინის აზრით, ვლადიმერ პუტინს, რომელიც ახლა 69 წლისაა, შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს სამედიცინო მიზეზები დუშანბეში ჩაუსვლელობაზე. შესაძლოა, პრეზიდენტი, პრეს-მდივნის განცხადებების მიუხედავად, ვაქცინირებული მაინც არ არის, რასაც რუსეთის ბევრი მოქალაქე ვარაუდობს - ვაქცინირების დამადასტურებელი მისი ფოტოსურათი არ გამოქვეყნებულა. ამასთან, საკვირველი ისიც არის, რომ თუ პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის უმეტესობა კოვიდ-19-ით დასნებოვნდა, მაშინ რით გამოიხატება კრემლის მიერ ფართოდ რეკლამირებული Спутник-V-ის უპირატესობა?

როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, კრემლში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით, გვრჩება მხოლოდ ყავის ნალექით მკითხაობა. სოციალური ქსელების მომხმარებლები დარწმუნებულნი არიან, რომ თვითიზოლაციაში პრეზიდენტი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. "იგი საჯარო პოლიტიკოსია თავისი თანამდებობით, მაგრამ არა მოწოდებით", - ამბობს პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი, - პრეზიდენტს არ სურს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ძალიან ბევრმა მოქალაქემ მიიღოს, განსაკუთრებით იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც ვირუსის გამო ყოყმანობენ, მაგრამ თუ საარჩევნო ურნებთან მივლენ, ისინი ხმას სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ მისცემენ. ასე რომ, პრეზიდენტისთვის ყველაზე სასიამოვნოა ასეთი გზავნილი - "დარჩით სახლში, როგორც ვლადიმერ პუტინი", - წერს "ფრანფურტერ რუნდშაუ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

ლეილა
18 სექტემბერი 2021 00:47
ამდენ კარგ ადამიანს დაემართა კოვიდი და იმსხვერპლა,ეს პუტინი რა გახდა შეუშვან ერთი კოვიდიანი მასთან და მოისვენებს მსოფლიო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები